ამილოპექტინი

ამილოპექტინი – (ბერძნ, amylon – სახამებელი და pektos შემჭიდროებული, შედედებული). სახამებლის ერთ – ერთი ძირითადი პოლისაქარიდი, მისი მოლეკულური მასა 1 მლნ – მდე აღწევს. იოდით მოწითალო – იისფრად იფერება. ცივ წყალში თითქმის არ იხსნება. ცხელ წყალში წარმოქმნის სახამებლის ბუბკოს ლაბოვან ნაწილს. შედის კარტოფილის, სიმინდისა და ბრინჯის სახამებლის შედგენილობაში (76 – 81%). [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი