ამნიოგენეზი – (amniogenesis ბერძნ.amnion – კრავი და genesis – ჩასახვა, წარმოქმნა) ამნიონის წარმოქმნის პროცესი; ადამიანსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებში მიმდინარეობს ჩანასახოვანი ფარის ფიალასებრი ჩაღრმავების კიდეების შერწყმის გზით. ამნიონი ასრულებს მკვებავ (ადრეულ სტადიებზე), დამცველობით, ენდოკრინულ (გამომყოფ) ფუნქციებს, მონაწილეობს წყალ – მარილოვან ცვლაში და სხვ.
(ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.