გავა -კუდუსუნის შეერთება

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. გავა-კუდუსუნის შეერთება Junctura sacrococcygea   Sacrococcygeal joint

გავა-კუდუსუნის შეერთებით – junctura sacrococcygea, გავის მეხუთე მალის სხეული უკავშირდება კუდუსუნის პირველის მალის სხეულს; გარედან იგი გამაგრებულია  შემდეგი იოგებით:

გავა-კუდუსუნის შეერთება

1. გავა – კუდუსუნის ლატერალური იოგი – lig. sacrococcygeum laterals, გაჭიმულია გავის ბოლო და კუდუსუნის პირველის მალების განივ მორჩებს შორის და წარმოადგენს განივ მორჩთაშუა იოგის – Lig. intertransversarium გაგრძელებას;
2. გავა – კუდუსუნის ვენტრალური იოგი – lig. sacrococcygeum ventrale, წარმოადგენს წინა გასწვრივი იოგის – lig. longitudinale anterius გაგრძელებას და შედგება გავა – კუდუსუნის შეერთების წინა ზედაპირზე მდებარე ორი კონისაგან; ამ კონების ბოჭკოები მსვლელობისას ჯვარედინდებიან.
3. გავა – კუდუსუნის ზედაპირული ვენტრალური იოგი – lig. sacrococcygeum dorsale superficiale, გაჭიმულია კუდუსუნის უკანა ზედაპირსა და გავის არხის შესასვლელის გვერდით კედლებს შორის და ხურავს მის ხვრელს. იგი შეესაბამება ხერხემლის სვეტის ყვითელსა და წვეტზედა იოგებს.
4. გავა – კუდუსუნის ღრმა ვენტრალური იოგი – lig. sacrococcygeum dorsale profundum, წარმოადგენს უკანა გასწვრივი იოგის – lig. longitudinale posterius გაგრძელებას.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.