ანატომია

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ნეკნების სახსრები და შეერთებანი

ნეკნები  უკანა ბოლოებით  ენაწევრებიან გულმკერდის მალების სხეულებსა და განივ მორჩებს, წინა ბოლოებით კი  –  მკერდის ძვალს.

პირველი შვიდი წყვილი (I – VII) ნეკნი წინა ხრტილოვანი ბოლოთი უკავშირდება მკერდის ძვალს, VIII – IX – X წყვილი ნეკნი უერთდება ერთმანეთს და ბოლოს VIII და VII ნეკნებს; XI და XII წყვილი ნეკნი წინა ბოლოებით თავისუფლად მდებარეობენ მუცლის კუნთების სისქეში.

ნეკნების უკანა ბოლოები მალებს ენაწევრებიან ნეკნ-მალის სახსრებით – Articulationes costovertebrales;

ნეკნების წინა ბოლოები კი მკერდის ძვალს ენაწევრებიან მკერდ-ნეკნის სახსრებით – Articulaciones sternocostales

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.