ანაბოლიზმი

ანაბოლიზმი – (ასიმილაცია) ქიმიური პროცესების ერთობლიობა ცოცხალ ორგანიზმში, რომელიც მიმართულია უჯრედებისა და ქსოვილების სტრუქტურული ნაწილების წარმოქმნისა და განახლებისაკენ. წარმოადგენს კატაბოლიზმის საპირისპიროს. ყველაზე მნიშვნელოვანი ანაბოლიზმის პროცესი, რომელსაც პლანეტარული მნიშვნელობა აქვს – ეს არის ფოტოსინთეზი. (1)

ანაბოლიზმი (anabolism) – მარტივი წინამორბედებიდან, რთული მოლეკულების მეტაბოლური სინთეზი. ანაბოლიზმის შედეგად გარემოდან მოხვედრილი ნივთიერებები, ხდება ცოცხალი ორგანიზმების ნაწილი და ინახება მარაგის სახით (კონსტრუქციული მეტაბოლიზმი). ანაბოლიზმის რეაქცია, შეუღლებულია კატაბოლიზმის რეაქციასთან, რომელიც აწვდის,  სინთეზის პროცესების წარმართვისათვის საჭირო ენერგიას. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.