მაჯის ძვალთა სახსრები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მაჯის ძვალთა სახსრები Articulationes intercarpeae Intercarpal articulations

მაჯის ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან მაჯის ძვალთა სახსრებით – articulationes intercarpeae, ხოლო მაჯის პირველი და მეორე რიგის ძვლებს შორის კი შექმნილია მაჯის შუა სახსარი – articulatio mediocarpea. მაჯის პირველი რიგის ძვლების დისტალური ზედაპირი შემოფარგლავს ღრმა სასახსრე ფოსოს, რომელშიც მოქცეულია თავდიდა და კავიანი ძვლების სასახსრე ზედაპირებით შექმნილი სფერული ზედაპირი. სასახსრე ჩანთას აქვს S-ებრი ფორმა.
მაჯის შუა სახსრის – articulatio mediocarpea სასახსრე ღრუ გრძელდება მაჯის ცალკეულ ძვალს შორის არსებულ სასახსრე ღრუებში და უკავშირდება მაჯა – ნების სახსრის – Articulationes carpometacarpeae სასახსრე ღრუს. სასახსრე ჩანთა ფიქსირებულია მაჯის ძვლების სასახსრე ზედაპირების კიდეებზე.

83

სახსარი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
1. მაჯის ძვალთა დორსალური იოგები – ligg. intercarpea dorsalia – გაჭიმულია მაჯის ძვლებს შორის, სახსრის დორსალურ მხარეზე.
2. მაჯის ძვალთა პალმარული იოგები – ligg. intercarpea palmaria, – გაჭიმულია ასევე მაჯის ძვლებს შორის, მხოლოდ მათ ხელგულისმხრივ ზედაპირზე. ნაწილი ბოჭკოებისა იწყება თავდიდა ძვლიდან და სხივისებურად იშლება მაჯის პირველი და მეორე რიგის ძვლებისაკენ და წარმოქმნის მაჯის სხივისებრ იოგს – lig. carpi radiatum.
გარდა აღნიშნული იოგებისა, არსებობს აგრეთვე მაჯის ძვალთაშუა იოგები – ligg. intercarpea interossea, რომლებიც მდებარეობენ მაჯის ცალკეულ ძვლებს შორის, სხივ – მაჯისა და მაჯა – ნების სახსრებთან ახლოს.
მაჯის შუა სახსარი – Articulatio mediocarpea სასახსრე ზედაპირების ფორმის მიხედვით სფერულ სახსარია – articulatio spheroidea; სახსარში მოძრაობა მკვეთრად შეზღუდულია, ამიტომ მაჯის შუა სახსარი მიეკუთვნება ნაკლებად მოძრავ სახსართა ჯგუფს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.