ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ბეჭის ძვლის იოგები
ბეჭის იოგებს მიეკუთვნება ბოჭკოვანი კონები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ბეჭის ძვლის ცალკეულ წარმონაქმნებს. ესენია:
1. ნისკარტ – აკრომიონის იოგი – lig. coracoacromiale, – ბეჭიოს ძვლის იოგებს შორის ყველაზე ძლიერია; იგი ოთხკუთხა ფირფიტის სახით გაჭიმულია ბეჭის ძვლის აკრომიონსა – Acromion და ნისკარტისებრ მორჩს – Processus coracoideus შორის.
2. ბეჭის ზემო განივი იოგი -lig. transversum scapulae superius, – გადაუვლის ბეჭის ნაჭდევს – incisura scapulae, და მასთან ერთად შემოსაზღვრავს ხვრელს, რომელშიც გაივლის ნერვი.
3. ბეჭის ქვემო განივი იოგი – lig. transverswn scapulae inferius, – ყველაზე სუსტია ბეჭის იოგებს შორის; იგი გაჭიმულია ბეჭის უკანა ზედაპირზე, მიემართება აკრომიონის ფუძიდან, ბეჭის ყელის გავლით სასახსრე ფოსოს – Cavitas glenoidalis გარეთა ზედაპირისაკენ და თავისი კონების ერთი ნაწილით ეწვნება მხრის სახსრის სასახსრე ჩანთას.

Viewed 1357 times by 487 viewers


