ქალას ძვლების შეერთებანი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალას ძვლების შეერთებანი

ქალას ძვლები, გარდა ქვედა ყბისა, ერთმანეთს უკავშირდებიან უწყვეტი შეერთებით.
ქალას ძვლების უწყვეტი შეერთებებია: ქალას ფიბროზული შეერთებანი – junctura fibrosa და ქალას ხრტილოვანი შეერთებანი – Junctura cartilaginea.

ქალასარქვლის ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით – სინდესმოზი (ფიბროზული შეერთება). ქალას ფუძის ძვლები კი ერთმანეთს უკავშირდებიან ხრტილოვანი ქსოვილით – სინქონდროზი (ხრტილოვანი შეერთება).

ორივე ტიპის შეერთება ასაკთან ერთად იცვლება ძვლოვანი ქსოვილით და წარმოიქმნება სინოსტოზები. სინდესმოზებიდან აღსანიშნავია ქალას ნაკერები, ქალას აპკები (ყიფლიბანდები – fonticuli).

ქალას წყვეტილ შეერთებას მიეკუთვნება საფეთქელ – ქვედა ყბის სახსარი – articulatio temporomandibularis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.