ბოქვენის სიმფიზი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ბოქვენის სიმფიზი   Symphysis pubica

ბოქვენის სიმფიზი – symphysis pubica, – წარმოქმნილია ბოქვენის ძვლების ჰიალინური ხრტილით დაფარული სასახსრე ზედაპირებით – facies symphysialis და მათ შორის მდებარე ბოჭკოვან-ხრტილოვანი ბოქვენის ძვალთაშუა დისკოთი – Discus interpubicus. ეს დისკო შეზრდილია ბოქვენის ძვლების სასახსრე ზედაპირებთან და თავის სისქეში აქვს საგიტალურად მდებარე ნაპრალისებრი ღრუ. ქალებთან დისკო უფრო მოკლეა და აქვს შედარებით დიდი ზომის ღრუ, ვიდრე მამაკაცებში

ქალის ორგანიზმში ბოქვენის სიმფიზი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
1. ბოქვენის ზემო იოგი – lig. pubicum superius, – მდებარეობს სიმფიზის ზემო კიდეზე და გაჭიმულია ბოქვენის ბორცვებს – tuberculum pubicum შორის.
2. ბოქვენის რკალოვანი იოგი – lig. arcuatum pubis, სიმფიზის ქვემო კიდეზე გადადის ბოქვენის ერთი ძვლიდან მეორეზე.

ბოქვენის სიმფიზი

ქალის ორგანიზმში ბოქვენის სიმფიზი კარგადაა გამოხატული, იგი უფრო მოკლე და განიერია, რაც საშუალებას აძლევს ბოქვენის ძვლებს მშობიარობის დროს დაშორდნენ ერთმანეთს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.