ანგიოლუპოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანგიოლუპოიდი – (angiolupoid) კანის იშვიათი დაავადება, რომელიც ავტორთა უმრავლესობის აზრით, წარმოადგენს ბეკის სარკოიდის სახესხვაობას. კლინიკურად აღინიშნება იისფერი ან მოყვითალო – მოწითალო ფერის, მრგვალი ან ოვალური ბალთები, გლუვი ზედაპირითა და ტელეანგიექტაზიებით. ბალთები რბილი კონსისტენციის, უმტკივნერულო, ზომით 2 – 3 სმ – ია; ლოკალიზდებიან ცხვირზე, თვალის შიგნითა კუთხეში, იშვიათად შუბლზე. ავადდებიან უპირატესად ქალები; დაავადება მიმდინარეობს წლობით. პროგნოზი სიცოცხლისათვის საშიში არ არის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი