ანგიოსარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანგიოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფი, რომელიც წარმოქმნილია სისხლძარღვების (ჰემანგიოსარკომა) და ლიმფური ძარღვების (ლიმფანგიოსარკომა) კედლის ელემენტებისაგან. მიეკუთვნება შედარებით იშვიათ სიმსივნეებს. ლოკალიზაცია მრავალგვარია: შინაგანი ორგანოები, შუასაყარი, ძვლები. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება კიდურების, ტანის, თავის და კისრის რბილ ქსოვილებში. სიმსივნე იზრდება სწრაფად, ჩაიზრდება გარემომცველ ქსოვილებში და კანში და იწვევს სისხლდენებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი