ანდერსენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანდერსენის სინდრომი – კუჭუკანა ჯირკვლის მემკვიდრეობითი კისტოზური ფიბროზი. მუკოვისციდოზი. პანკრეატობრონქოპულმონური კისტოზური ფიბროზი. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. პათოგენეზი არ არის დადგენილი. ავადმყოფის პანკრეასული და ბრონქულისეკრეტი, ასევე ნაღველი მომატებული წებოვნებისაა. პროცესში ჩართულია ლორწოვანის, სანერწყვე და საოფლე ჯირკვლები. ნატრიუმის შემადგენლობა ნერწყვსა და ოფლში 2 – 5 – ჯერ მატულობს. პანკრეასში არის დიფუზური ფიბროზი, გამომტანი სადინრები დიფუზურადაა გაფართოებული, ბრონქებში არის ლორწოვანი საცობები, ატელექტაზები, ბრონქოექტაზები, ღვიძლში კი – დიფუზური გაცხიმოვნება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი