ანევრიზმა

ანევრიზმა (ქირურგ.) არტერიის ორგანული უბნის გაფართოება, ზემოთ ამოწეული ტომრის ან თანაბრად გაფართოებული ცილინდის სახით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ანევრიზმები იყოფა ჭეშმარიტ და ცრუ ანევრიზმებად (ან ტრავმატული). ჭეშმარიტი ეწოდება ანევრიზმას, როდესაც ზემოთ ამობურცულია არტერიის პათოლოგიურად შეცვლილი კედელი.
ცრუ ეწოდება ისეთ ანევრიზმას, როდესაც ტომარისებური ამობურცულობა განვითარებულია არტერიის ჭრილობის და სისხლჩაქცევის გამო, შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ან კაფსულის წარმოქმნის შედეგად.
თუკი დაზიანებულია მხოლოდ არტერია, ამის შედეგად წარმოქმნილ ანევრიზმას ეწოდება არტერიული, ხოლო თუკი ერთდროულად დაზიანებულია როგორც არტერია, ისე ვენა, მაშინ მათ შორის ვითარდება შეერთება (არტერიო – ვენოზური ფისტულა). ასეთ ანევრიზმებს ეწოდება არტერიო – ვენოზური ანევრიზმები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

როგორც ჭეშმარიტი, ასევე ცრუ ანევრიზმის განვითარების ადგილას მოჩანს ოვალური ფორმის, პულსირებადი შებერილობა, რომელზედაც ხელის დადებით მკვეთრად შეიგრძნობა როგორც პულსაცია, ასევე ერთგვარი თრთოლვა.
ანევრიზმის მიდამოს აუსკულტაციით მოისმინება დამახასიათებელი მბერავი შუილი, რომელიც ძლიერდება სისტოლის დროს და მცირდება ან საერთოდ ქრება დიასტოლის დროს. ანევრიზმის მაღლა, არტერიის ხელის მისრესვის შემდეგ შუილი ქრება, ხოლო ზეწოლის მოხსნის შემდეგ – კვლავ მოისმინება.
არტერიო – ვენოზური ანევრიზმის დროს შეშუპება მცირე ზომისაა, შუილს გააჩნია მუდმივი ხასიათი, რომელიც ძლიერდება სისტოლის დროს. გარდა ამისა, არტერიო – ვენოზური ანევრიზმების დროს, ჩვეულებრივ, ანევრიზმის პერიფერიისკენ ვითარდება მეტ – ნაკლებად გაფართოებული ვენები, შეშუპება, კიდურების ქსოვილების, კანის ტროფიკული ცვლილებები.

ანევრიზმალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧠 ანევრიზმა – არტერიის ორგანული უბნის გაფართოება, ზემოთ ამოწეული ტომრის ან თანაბრად გაფართოებული ცილინდის სახით
🔎 განარჩევენ:
➡️ ჭეშმარიტი ანევრიზმა – როდესაც ზემოთ ამობურცულია არტერიის პათოლოგიურად შეცვლილი კედელი;
➡️ ცრუ (ან ტრავმული) ანევრიზმა – როდესაც ტომარისებური ამობურცულობა განვითარებულია არტერიის ჭრილობის და სისხლჩაქცევის გამო, შემაერთებელქსოვილოვანი გარსის ან კაფსულის წარმოქმნის შედეგად;
💥 სისხლძარღვთა დაზიანების მიხედვით განარჩევენ:
☑️ არტერიული ანევრიზმა – როდესაც დაზიანებულია მხოლოდ არტერია;
☑️ არტერია-ვენოზური ანევრიზმა – როდესაც დაზიანებულია როგორც არტერია, ისე ვენა და მათ შორის წარმოიქმნება არტერიო-ვენოზური ფისტულა
💭 დაინტერესდით?
👉 შეიტყვეთ მეტი ანევრიზმის განვითარეობის, მიმდინარეობისა და სიმპტომების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3OoBIfi
#ანევრიზმა #თავისტვინისანევრიზმა #ჭეშმარიტიანევრიზმა #ცრუანევრიზმა #არტერიულიანევრიზმა #არტერიოვენოზურიანევრიზმა #მაღალიარტერიულიწნევა #თანდაყოლილიდეფექტები #ტვინისტრავმა #სისხლისინფექცია #ანევრიზმისნიშნები #ანევრიზმისსიმპტომები #ანევრიზმისგასკდომა #გამსკდარიანევრიზმისნიშნები #რაარისანევრიზმა #ანევრიზმათავში #არტერიისგაფართოება #კისრისგაშეშება #თავბრუსხვევა #ბუნდოვანიხედვა #ტკივილითვალისუკან #თავისტკივილიი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი