ანენცეფალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანენცეფალია – (anencephalia an – უარყოფა encephalos – თავის ტვინი) სახის განვითარების გამოხატული ანომალია, რომელიც დაკავშირებულია ნერვული ლულის წინა ნაწილის ჩამოყალიბებასთან. ანენცეფალებს თითქმის არა აქვთ თავის ქალასარქველი და თავის ტვინის ჰე­მის­ფეროები, მკვეთრად აქვთ შეცვლილი ქალას ფუძის ძვლების სტრუქტურა. ზურგის ტვინიც განუვითარებელი აქვთ. სიმახინჯის ეს სახე სიცოცხლესთან შეუთავსებელია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი