სისხლის ბანკი

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N3, ნოემბერი, 2009 წ.

“სისხლის ბანკს” პირველი ჯგუფის დადებითი და უარყოფითი სისხლი ესაჭიროება. ამის შესახებ “ჯი-ეიჩ-ენს” “სისხლის ბანკიდან” აცნობეს. თანამშრომლების განცხადებით, მათ რეზერვში მეორე ჯგუფის დადებითი და უარყოფითი სისხლი აქვთ, ბანკში არის აგრეთვე მესამე ჯგუფის დადებითი და უარყოფითი ჯგუფის სისხლის მარაგი.
“სასწრაფოდ გვჭირდება პირველი ჯგუფის დადებითი და უარყოფითი სისხლი, მარაგი მხოლოდ მეორე და მესამე ჯგუფებისა გვაქვს, კარგი იქნება თუ მეოთხე ჯგუფის სისხლსაც გაიღებს ვინმე” – განაცხადეს “სისხლის ბანკის” თანამშრომლებმა “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას.

აღებულია საიტიდან: http:/ /www.ghn.ge/news-2425.html