ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის ფასციები Fasciae of thorax
გულმკერდის ფასცია – fascia pectoralis - მისი ზედაპირული ფირფიტა – laminig superficialis ფარავს მკერდის დიდი კუნთის – M. pectoralis major გარეთა ზედაპირს.

ზემოთ იგი შეზრდილია ლავიწთან, მედიალურად – მკერდთან, ლატერალურად გადადის წინა დაკბილული კუნთის – M. serratus anterior მფარავ ფასციაში და ქვემოდან გადადის მუცლის კედლის ფასციაში. ლავიწქვეშა მიდამოში – regio infraclavicularis იგი იძირება და ღრმა ფირფიტის – lamina profunda სახით ეკვრის მკერდის მცირე და ლავიწქვეშა კუნთებს და შეზრდილია ლავიწთან და ბეჭის ნისკარტისებრ მორჩთან – Processus coracoideus. იღლიის ფოსოს არეში მკერდის ფასცია გადადის მკერდის დიდი კუნთის – M. pectoralis major ქვემო კიდიდან ზურგის უგანიერესი კუნთის – M. latissimus dorsi ქვემო კიდეზე და წარმოქმნის იღლიის ფასციას – fascia axillaris.
მკერდის ფასციის ერთი ნაწილი ლავიწქვეშა მიდამოში – regio infraclavicularis ქმნის
მკერდ – ლავიწის ფასციას – fascia clavipectoralis, რომელიც შეზრდილია მის ქვეშ გამავალ სისხლძარღვებთან (a. et v. subclaviae).
მკერდის შიგნითა ფასცია – fascia endothoracica ამოფენს გულმკერდის ღრუს კედლების შიგნითა ზედაპირს.
Viewed 1494 times by 562 viewers


