მუცლის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მუცლის კუნთები Mm. abdominis      Muscles of abdomen

მუცლის კუნთები ტოპოგრაფიულად იყოფა მუცლის გვერდით, წინა და უკანა კედლის კუნთებად.

მუცლის გვერდითი კუნთებია:

1. მუცლის გარეთა ირიბი კუნთი – m. obliquus abdominis externus;
2. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი – m. obliquus abdominis intemus;
3. მუცლის განივი კუნთი – m. transversus abdominis.

მუცლის წინა კუნთებია:

1. მუცლის სწორი კუნთი – m. rectus abdominis;
2. პირამიდული კუნთი – m. pyramidalis.

მუცლის უკანა კედლის კუნთს მიეკუთვნება წელის კვადრატული კუნთი – m. quadratus lumborum.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.