ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. კისრის კუნთები Mm. colli Muscles of neck
კისრის კუნთები – mm. colli, ფარავენ რა ერთმანეთს, წარმოქმნიან კუნთების სამ ჯგუფს: ზედაპირულს, შუასა და ღრმას. ღრმა კუნთები იყოფა ლატერალურ და ხერხემლისწინა ჯგუფებად.

I. კისრის ზედაპირული ჯგუფის კუნთებია: კისრის კანქვეშა კუნთი – platysma, მკერდ-ლავიწ – დვრილისებრი კუნთი – m. sternocleidomastoideus
II. კისრის შუა ჯგუფის კუნთებია:
1. ინის ძვლის ზემოთ მდებარე კუნთები – mm. suprahyoidei (ორმუცელა კუნთი – m. digastricus, სადგის – ინის კუნთი – m. stylohyoideus, ყბა – ინის კუნთი – m. mylohyoideus, ნიკაპ – ინის კუნთი – m. geniohyoideus);
2. ინის ძვლის ქვემოთ მდებარე კუნთები – mm. infrahyoidei (მკერდ – ინის კუნთი – m. sternohyoideus, მკერდ – ფარისებრი კუნთი – m. thyrohyoideus, ბეჭ – ინის კუნთი – m. omohyoideus).
III. კისრის ღრმა ჯგუფის კუნთებია:
1. ლატერალური ჯგუფის კუნთები (წინა კიბისებრი კუნთი – m. scalenus anterior, შუა კიბისებრი კუნთი – m. scalenus medius, უკანა კიბისებრი კუნთი – m. scalenus posterior).
2. ხერხემლის წინა ჯგუფის კუნთები (თავის გრძელი კუნთი – m. longus capitis, კისრის გრძელი კუნთი – m. longus colli, თავის წინა სწორი კუნთი – m. rectus capitis anterior, თავის ლატერალური სწორი კუნთი – m. rectus capitis lateralis).
Viewed 1684 times by 741 viewers


