გულმკერდის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. გულმკერდის კუნთები Muscles of thorax

გულმკერდის კუნთები – mm. thoracis ორ ჯგუფად იყოფა: ა) გულმკერდის ზედაპირული კუნთები (რომლებსაც კავშირი აქვთ ზემო კიდურის სარტყელთან) და ბ) გულმკერდის ღრმა, ანუ საკუთარი კუნთები.

გულმკერდის ზედაპირული კუნთებია:

1. მკერდის დიდი კუნთი – m. pectoralis major
2. მკერდის მცირე კუნთი – m. pectoralis minor
3. ლავიწქვეშა კუნთი – m. subclavius
4. წინა დაკბილული კუნთი – m. serratus anterior

გულმკერდის ღრმა კუნთებია:

1. ნეკნთაშუა გარეთა კუნთები – mm. intercostales externi
2. ნეკნთაშუა შიგნითა კუნთები – mm. intercostales intemi
3. ნეკნთაშუა ყველაზე შიგნითა კუნთები – mm. intercostales intimi
4. ნეკნქვეშა კუნთები – mm. subcostales
5. გულმკერდის განივი კუნთი – m. transversus thoracis

გარდა ამისა, გულმკერდის კუნთებს მიეკუთვნება ასევე გულმკერდისა და მუცლის ღრუებს შორის არსებული კუნთ – მყესოვანი ძგიდე – დიაფრაგმა, ანუ შუასაძგიდი – diaphragma.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.