მომზიდველი არხი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მომზიდველი არხი Canalis adductorius;  Adductor [Hunter’s, subsartorial] canal

დიდი მომზიდველი კუნთის მყესს გააჩნია რამდენიმე ხვრელი, რომელშიც გადიან სისხლძარღვები; მათგან ყველაზე ქვემოთ მდებარესა და ყველაზე  დიდს მომზიდველი შესავალი – hiatus tendineus ეწოდება. აღნიშნული ხვრელის ზემოთ მდებარეობს ბარძაყის მედიალური განიერი კუნთსა – m.vastus medialis და დიდ მომზიდველ კუნთს – m. adductor magnus შორის გაჭიმული ფასციის კუნთთაშუა ფურცელი, რომელსაც მომზიდველი კუნთის ფირფიტა ეწოდება. აღნიშნულ კუნთებსა და ფასციის ფურცელს შორის იქმნება სამკუთხა ფორმის სივრცე. ამ სივრცეს მომზიდველი არხი – canalis adductorius ეწოდება. მასში შედიან ბარძაყის არტერია, ვენა და საჩინო ნერვი – n. saphenus. სისხლძარღვები გადიან მუხლქვეშა ფოსოში, ნერვი კი ხვრეტს ფასციის ფირფიტას და გამოდის ბარძაყის მედიალურ ზედაპირზე.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.