nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. საჭმლის მომნელებელი სისტემა Digestive system

,,განვითარების მიხედვით, საჭმლის მომნელებელი მილი იყოფა სამ ნაწილად: 1. წინა ნაწლავი – პირი ნაპრალიდან კუჭის გასავლამდე, 2. შუა ნაწლავი – კუჭის გასავლიდან მსხვილი ნაწლავების დასაწყისამდე და 3. უკანა ნაწლავი – მსხვილი ნაწლავის დასაწყისიდან ყითამდე.

საჭმლი მომნელებელი სისტემა

ყოველი აღნიშნული ნაწილი თავის მხრივ რამდენიმე ნაწილად იყოფა. ამრიგად, საჭმლის მომნელებელი მილი შემდეგი ერთიმეორის მომდევნო ნაწილისაგან შედგება:

წინა ნაწლავი

პირის ნაპრალი – rima oris
პირის კარიბჭე – vestibulum oris
პირის ღრუ – cavum oris
ხახის პირი – isthmus faucium
ხახა – pharynx
საყლაპავი მილი – oesophagus
კუჭი – ventriculus (gaster)
პილორუსის სარქველი – valvula pilorica (საზღვარი წინა და შუა ნაწლავებს შორის)

შუა ნაწლავი

წვრილი ნაწლავები – intestinum tenue
თორმეტგოჯა ნაწლავი – duodenum
მლივი ნაწლავი- jejunum
თეძოს ნაწლავი – ilium
კოლინჯის სარქველი – valvula coli (საზღვარი შუა და უკანა ნაწლვებს შორის)

უკანა ნაწლავი

მსხვილი ნაწლავი – intestinum crassum
ბრმა ნაწლავი – coecum
ჭიისმაგვარი დანამატით – appendix vermiformis
ასწვრივი კოლინჯი – colon ascendes
განივი კოლინჯი – colon transversum
დასწვრივი კოლინჯი – colom descendens
სიგმოიდური კოლინჯი – colon sigmoideum
სწორი ნაწლავი – intestinum rectum
უკანა გასავალი, ანუ ყითა – anus

ციტატა ალ. ნათიშვილის წიგნიდან ,,ადამიანის ნორმალური ანატომია”

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka