ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. მუხლქვეშა ფოსო Fossa poplitea; Popliteal space
მუხლქვეშა ფოსო – fossa poplitea – მდებარეობს მუხლის უკანა ზედაპირის მიდამოში, აქვს რომბის ფორმა. ზემოდან და ლატერალურად ფოსოს ესაზღვრება – ორთავა კუნთი, ზემოდან და მედიალურად – თითისტარა კუნთი, ქვემოდან – კანჭის ტყუპი კუნთის ორივე თავი და ტერფძირის კუნთი; ფოსოს ფსკერს ქმნის ბარძაყის ძვლის მუხლქვეშა ზედაპირი და მუხლის სახსრის სასახსრე ჩანთის უკანა ზედაპირი. ფოსო ამოვსებულია ცხიმოვანი ქსოვილით, გარშემორტყმულია ნერვებით, სისხლძარღვებითა და ლიმფური ძარღვებით.
Viewed 695 times by 329 viewers


