მუცლის უკანა კედლის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მუცლის უკანა კედლის კუნთები Posterior muscles of abdomen

წელის კვადრატული კუნთი – m. quadratus lumborum, ბრტყელი კუნთია, ავსებს XII ნეკნსა და თეძოს ქედს – crista iliaca შორის შუალედს; კუნთი მდებარეობს მუცლის უკანა კედელზე და ზურგის ღრმა კუნთებისაგან გამოყოფილია გულმკერდ – წელის ფასციის – fascia thoracolumbalis ღრმა ფურცლით.

მუცლის კუნთები

წელის კვადრატული კუნთი შედგება წინა და უკანა ნაწილებისაგან. წინა ნაწილი გაჭიმულია თეძოს ქედის შიგნითა ბაგიდან და თეძო – წელის იოგიდან XII ნეკნამდე და გულმკერდის მალამდე, ასევე მედიალურ რკალოვან იოგამდე – Lig. arcuatum mediate; უკანა ნაწილი მიემართება თეძოს ქედიდან და თეძო – წელის იოგიდან – Lig. iliolumbale წელის მალების განივ მორჩებამდე.
მოქმედება: სწევს თეძოს ძვალს ზემოთ, ხოლო მეთორმეტე ნეკნს – ქვემოთ; მონაწილეობს ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის გვერდით გადახრაში; ორმხრივი შეკუმშვისას წელის ნაწილს სწევს უკან.
ინერვაცია: n. intercostalis, nn. lumbales (Th12; L1-L3).
სისხლმომარაგება: aa. subcostalis, lumbalis, iliolumbalis.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.