ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო კიდურის კუნთები mm. membri superioris; Muscles of upper limb
ზემო კიდურის კუნთები – mm. membri superioris მათი ტოპოგრაფიულ-ანატომიური თავისებურებების მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: ზემო კიდურის სარტყლის კუნთები – mm. cinguli membri superioris და ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის კუნთები – mm. partis liberae membri superioris.
ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის კუნთები იყოფა:
1. მხრის კუნთები – mm. brachii
2. წინამხრის კუნთები – mm. antebrachii
3. მტევნის კუნთები – mm. manus
ზემო კიდურის სარტყლის კუნთებია:
1. დელტისებრი კუნთი – m. deltoideus
2. ქედზედა კუნთი – m . supraspinatus
3. ქედქვედა კუნთი – m. infraspinatus
4. მცირე მრგვალი კუნთი – m. teres minor
5. დიდი მრგვალი კუნთი – m. teres major
6. ბეჭქვეშა კუნთი – m. subscapularis
Viewed 1220 times by 491 viewers


