ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ბრმა ნაწლავი Cecum Blind gut
ბრმა ნაწლავი – cecum, მსხვილი ნაწლავის საწყისი ნაწილია. მდებარეობს მარჯვენა თეძოს ფოსოში. მისი სიგრძე მერყეობს 3 – 8 სმ-ის ფარგლებში, დიამეტრი 4 – 7 სმ. ბრმა ნაწლავი დაფარულია სეროზული გარსით. მისი ქვემო და მედიალური კედლებიდან წარიზიდება ჭიანაწლავი – appendix vermiformis. იგი წარმოადგენს 3 – 4 მმ დიამეტრის წვრილ მილს, სიგრძით
2,5-დან 15 სმ-მდე. ჭიანაწლავს აქვს საკუთარი ჯორჯალი – mesoappendix, რითაც იგი დაკავშირებულია ბრმა ნაწლავის კედელთან და თეძოს ნაწლავის ბოლო ნაწილთან. ჭიანაწლავი მოთავსებულია მარჯვენა თეძოს ფოსოში; მისი თავისუფალი ბოლო მიმართულია ქვემოთ და მედიალურ მხარეზე, აღწევს სასაზღვრო ხაზს (linea terminalis) და ზოგჯერ ეშვება მცირე მენჯში. ჭიანაწლავი შესაძლოა მდებარეობდეს ბრმა ნაწლავის უკანაც. ბრმა ნაწლავს ჭიანაწლავი უკავშირდება ჭიანაწლავის ხვრელით – ostium appendicis vermiformis. ჭიანაწლავის ლორწოვან გარსში მრავლადაა ლიმფური ფოლიკულები, რომელთა გროვა მთლიანად ქმნის ე. წ. ჭიანაწლავის შეჯგუფულ ლიმფურ ფოლიკულს – Folliculi lymphatici aggregati appendicis vermiformis.
Viewed 1981 times by 1130 viewers


