მკურნალობა უცხოეთში


ბიულტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N3, ნოემბერი, 2009 წ.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, 11-17 წლის 250 000 ინგლისელი ბავშვი იმყოფება კანის ავთვისებიანი სიმსივნის – მელანომის განვითარების მომატებული საფრთხის ქვეშ სოლარიუმის გამოყენების გამო. ექიმების აზრით, მოსახლეობის მოზარდი თაობის დასაცავად აუცილებელია ქვეყანაში არასრულწლოვანთა მიერ სოლარიუმის გამოყენების წინააღმდეგ შესაბამისი კანონმდებლობის სასწრაფოდ მიღება, რაც განხორციელდა შოტლანდიაში და განსახორციელებლად იგეგმება უელსში.
შეშფოთების საფუძვლად ექსპერტები მიიჩნევენ უკანასკნელი ორი კვლევის შედეგებს, რომელიც მოიცავდა 9 000-ზე მეტ ბრიტანელ მოსწავლეს. პირველი ნაციონალურ კვლევაში მონაწილეობდა 3 000-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი და დადგინდა, რომ სოლარიუმებით სარგებლობა მოიცავდა 11-17 წლის ასაკის მოსწავლეთა 6%-ს. მათ შორის მეოთხედზე მეტი (26,5) აცხადებდა, რომ სოლარიუმით სარგებლობდნენ სულ მცირე თვეში ერთხელ. საშუალო ასაკი, რომლიდანაც იწყება ხელოვნური გარუჯვით გატაცება, არის 14 წელი. მეცნიერებმა მსგავსი შედეგების მიიღეს მეორე კვლევიდანაც. როგორც ირკვევა, 15-17 წლის ასაკის გოგონების 40% სოლარიუმით სარგებლობს სულ მცირე კვირაში ერთხელ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბავშვების გაფრთხილება ულტრაიისფერი სხივების რისკებთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ შემთხვევათა 11,4%-ში.
ონკოლოგთა მონაცემებით, სოლარიუმების ფართო გამოყენება მომატებული საფრთხის ქვეშ აყენებს, განსაკუთრებით, არასრულწლოვანებს.

http://ami-tass.ru
მასალა აღებულია საიტიდან WWW. MEDPORTAL.GE

Comments are closed.

vaka