მკურნალობა უცხოეთში


ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N3, ნოემბერი, 2009 წ.

გრიპის აფეთქების სტატისტიკა ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 412 წელს, ჰიპოკრატემ გრიპისმაგვარი დაავადება.

აღწერა გრიპისმაგვარი აფეთქებები აღინიშნა 1173 წელსაც. მსოფლიოში გრიპის პირველი დოკუმენტირებული პანდემია, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა, 1580 წელს მოხდა. 1889-1891 წლებში აღინიშნა საშუალო სიმძიმის პანდემია, რომელიც H3N2 ვირუსით იყო გამოწვეული.1918-1920 წლებში, “ესპანურმა გრიპმა”, რომელიც H1N1 ვირუსმა გამოიწვია, 20 მლნ ადამიანი იმსხვერპლა. “ისპანკით” დაავადდა მსოფლიოს მაშინდელი მოსახლეობის 20-40 პროცენტი. ადამიანი, რომელიც დილით სრულიად ჯანმრთელი იყო, შუადღეზე ავად ხდებოდა და საღამოს იღუპებოდა. პირველ დღეებში სიკვდილს გადარჩენილები კი შემდგომში გრიპის გართულებების გამო კვდებოდნენ. “ისპანკას” თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ იგი ძირითადად ახალგაზრდებს ემართებოდათ.1977-1978 წლებში მსოფლიოს შედარებით მსუბუქი პანდემია მოედო, რომელსაც “რუსული გრიპი” უწოდეს. მისი გამომწვევი იყო H1N1 ვირუსი, რომელიც 50-იან წლებში ცირკულირებდა და ცალკეულ ეპიდემიებს იწვევდა. ამის გამო, ძირითადად, 1950 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები დაზარალდნენ.A/H1N1 ვირუსი მსოფლიოში

ახალი A/H1N1 ვირუსი წელს მთელ მსოფლიოს მოედო და მოსახლეობაში გარკვეული პანიკაც შეიქმნა. ვირუსი პირველად 2009 წლის აპრილში, აშშ-ში დაფიქსირდა. A/ H1N1 გრიპის ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ისევე გადადის, როგორც სეზონური გრიპის ვირუსი. თუმცა ამ

ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს კონტამინირებული ჰაერიდან ან დაინფიცირებულ ხელებთან, ზედაპირებთან შეხებისას, თუ იმავე დაუბანელი ხელით შეეხება საკუთარ თვალებს ან ცხვირ-პირს. როგორც კვლევებით დადგინდა, ზედაპირებზე მოხვედრილი გამომწვევი ადამიანის დაავადების უნარს 2-8 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.
A/H1N1 ვირუსის სიმპტომები

გრიპის ახალი ვირუსის სიმპტომები ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებს ჰგავს – ცხელება, ხველა, ყელის, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინება. ისევე, როგორც სეზონური გრიპი, დაავადება ხანდახან მძიმედ მიმდინარეობს და ლეტალურად მთავრდება. სეზონური გრიპის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან მცირე ასაკის ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონენი, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები. დღეისთვის უცნობია, რომელი ჯგუფები იქნება ყველაზე მოწყვლადი ამ ახალი ვირუსისადმი. წარმოებს ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მოსახლეობის რომელიმე ჯგუფს ამ ვირუსისადმი ბუნებრივი იმუნიტეტი.
A/H1N1 ვირუსის პანდემიის საფრთხე საქართველოში

საქართველოში A/H1N1 ვირუსი, რომელიც “ღორის გრიპად” არის ცნობილი, პირველად 18 ივლისს დაფიქსირდა. დაავადებული ლონდონიდან თბილისში ერევნის რეისით ჩამოფრინდა. გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში მსუბუქი და საშუალო ფორმის 71 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით, პანდემიის საფრთხე, სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. ღორის გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციით უკვე მთელს მსოფლიოს მიმართა. ანუ ორგანიზაცია, მოსახლეობას ურჩევს, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები გრიპის გამოვლენის პირველივე სიმპტომისთანავე გამოიყენონ. მეტიც, ორგანიზაციის აზრით, უმჯობესია პრეპარატები იმ ადამიანებმაც მიიღონ, რომლებიც სარისკო ჯგუფში არ იმყოფებიან, მაგრამ სუნთქვის პრობლემები აქვთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ეთანხმება. მათი პოზიციით, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება დაუშვებელია და ის მხოლოდ მძიმე ფორმების პაციენტებმა უნდა მიიღონ. “ცენტრი ქვეყანაში გრიპის ვირუსებზე კონტროლს გააგრძელებს, თუმცა პაციენტებისთვის A/H1N1 ვირუსზე ლაბორატორიული შემოწმება სავალდებულო აღარ იქნება. გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველა შემთხვევაში უმთავრესია ავადმყოფმა ექიმს დროულად მიმართოს. თუ პაციენტს სურვილი ექნება, მას ვირუსზე ლაბორატორიულ ანალიზებს გაუკეთებენ. ამით დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეძლებს იმის გარკვევას, თუ რა სახის გრიპის ვირუსები ფიქსირდება საქართველოში,” – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ.
A/H1N1 ვირუსმა უკრაინაში მუტაცია განიცადა

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში “ღორის გრიპის” ვირუსით 300 ადამიანი გარდაიცვალა. უფრო მეტიც, ვირუსმა მუტაცია განიცადა. ბრიტანელი მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ვირუსით გარდაცვლილთა ცხედრები გაკვეთეს. ვირუსით ინფიცირებულებს ფილტვები დანახშირებული აღმოაჩნდათ.

ეს ის სახეცვლილი ვირუსია, რომელსაც ზემოთ ნახსენები ესპანური გრიპის სიმპტომები აქვს და პირველი მსოფლიო ომის დროს დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, უკრაინის მოსახლეობაში გრიპის გავრცელებით გამოწვეულმა პანიკამ იკლო და უკვე გუშინ კიევის ქუჩებში ხალხი პირბადეების გარეშე დადიოდა.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ A/H1N1 ვირუსის გავრცელების გამო უკრაინასთან საკარანტინო რეჟიმის შემოღება და დროებით საჰაერო რეისების შეწყვეტა მოითხოვა. “ინგლისელი სპეციალისტების ინფორმაციით, უკრაინაში ე.წ. “ღორის გრიპმა” მუტაცია განიცადა და უფრო საშიში ფორმები მიიღო. უკეთესი იქნება, თუ უკრაინასთან მიმოსვლა შეწყდება,” – აცხადებს ბაღათურია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მიიჩნევს, რომ A/H1N1 ვირუსის გამო საზღვრების დაკეტვის და კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. მინისტრის განცხადებით, ბაღათურია ექსპერტი არ არის, ხოლო საზღვრების დაკეტვა და კარანტინის გამოცხადება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან საქართველოში ოფიციალურად უკვე 71 შემთხვევაა დაფიქსირებული და მომავალში მოსალოდნელია მატება.

როგორც კვიტაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს სამკურნალო პრეპარატების, ნიღბებისა და სხვა საჭირო საშუალებების მარაგი. მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ნათია მსხილაძე
24 საათი 18.11.09 სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/2009-11-18/1444.html

Comments are closed.

vaka