მკურნალობა უცხოეთში


ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N3, ნოემბერი, 2009 წ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, H1N1 ვირუსის ვაქცინის მოთხოვნით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიმართა.

როგორც „მედიანიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, ეპიდემიოლოგიური სეზონის გამო, ახალი ტიპის გრიპის ვირუსის, ე.წ ღორის გრიპის ვირუსის გავრცელება მოსალოდნელია.

„პროფილაქტიკის მიზნით, სიფრთხილის მაღალი ზომების მიღებას ვცდილობთ, ეპიდემიას მაქსიმალურად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია H1N1 ვირუსის ვაქცინას პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოგვიგზავნის. საბედნიეროდ, ამ დროისთვის საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. საქართველოში H1N1 ვირუსით ამ დრომდე 27 ადამიანი დაავადდა. ფატალური შედეგით არცერთი არ დამთავრებულა”, _ განუცხადა „მედიანიუსს“ შოთა ცანავამ.
დღემდე ამ ვირუსით მსოფლიოში 5000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

აღებულია საიტიდან http://www.medianews.ge/geo/news/52813.html

Comments are closed.

vaka