სასუნთქი სისტემა

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სასუნთქი სისტემა Respiratory system

,,ადამიანის სასუნთქი ორგანოები წარმოადგენს ერთიმეორეზე თანმიმდევრობით მიმყოლ სხვადასხვა ფორმის, აგებულებისა და მნიშვნელობის ღრუებსა და მილებს. ეს ნაწილები დალაგებულია შემდეგი თანმიმდევრობით:
თავის ნაწილი
ცხვირის ღრუ – cavum nasi, ქოანები – choanae, ხახის ცხვირის ნაწილი – pars nasalis; ხახის პირის ნაწილი – pars oralis
კისრის ნაწილი
ხახის ხორხის ნაწილი – pars laringea pharyngis, ხორხი – larynx, სასულე – trachea (მისი კისრის ნაწილი)
გულმკერდის ნაწილი
სასულე – trachea (მისი გულმკერდის ნაწილი);
ბრონქები – bronchi,
ბრონქიოლები – bronchiolae  } ფილტვი – pulmo
ალვეოლები – alveollae
პლევრის ღრუ – cavum pleurae

ციტატა ალ.ნათიშვილის წიგნიდან ,,ადამიანის ნორმალური ანატომია”

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.