ანატომია

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. სათესლე ბაგირაკი და სათესლე პარკი Funiculus spermaticus et scrotum;  Spermatic cord and scrotum

სათესლე ბაგირაკი – funiculus spermaticus, წყვილი, მრგვალი ფორმის ზონარია, სიგრძით 18 – 20 სმ. მიიმართება საზარდულის შიგნითა რგოლიდან სათესლის უკანა ზემო ბოლომდე. მასში მოთავსებული სათესლის ამწევი კუნთის – m. cremaster, მეშვეობით ბაგირაკი სათესლეს სწევს ზემოთსათესლე საზარდულის არხისაკენ. სათესლე ბაგირაკის შემადგენლობაში შედის: თესლის გამომტანი სადინარი – ductus deferens, სათესლის არტერია, ვენური ქსელი, სათესლის ლიმფური ძარღვები, თესლის გამომტანი სადინრის ნერვები, არტერიები და ვენები. სათესლე ბაგირაკის ელემენტები მოთავსებულია სათესლე ბაგირაკისა და სათესლეს საერთო გარსებში – tunicas funiculi spermatici et testis. მათ შიგნითა ფურცელს, რომელიც შეესაბამება მუცლის განივ ფასციას – fascia transversalis, ეწოდება სათესლეს შიგნითა ფასცია – fascia spermatica interna. საერთო გარსზე მოთავსებულია სათესლეს ამწევი კუნთი – m. cremaster. სათესლეს ამწევი კუნთის კუნთოვანი კონები სათესლეშეკავშირებულია შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოებით, რომლებიც წარმოქმნიან სათესლეს ამწევი კუნთის ფასციას – fascia cremasterica. ეს უკანასკნელი აღნიშნულ კუნთთან და მიმდებარე ქსოვილებთან ერთად გარშემორტყმულია სათესლეს გარეთა ფასციით – fascia spermatica externa, რომელიც წარმოადგენს მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ფეხთაშუა ძაფების – fibrae intercrurales გაგრძელებას. სათესლე პარკის – scrotum შიგნით მოთავსებულია სათესლე პარკის ძგიდე – septum scroti, რომელიც მას ორ სენაკად ყოფს

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.