ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. საშარდე სისტემა Urinary system
,,საშარდე აპარატის დანიშნულებაა შარდის გამოყოფა. შარდი – urina (ლათ.) წარმოადგენს გამჭირვალე, ყვითელი ფერის, დამახასიათებელი სუნის, სუსტი მჟავე რეაქციის სითხეს. მისი ხვედრითი წონა საშუალოდ უდრის 1, 017 – 1,021.
შარდის შემადგენლობაში შედის: წყალი, ორგანული ნივთიერებები – შარდოვანა და შარდის მჟავა, რომლებიც წარმოადგენს ცილის არასრული დაშლის პროდუქტებს, არაორგანული ნივთიერებები – მარილები.
დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფილი შარდის საშუალო რაოდენობა უდრის 1500 კუბ.სმ. აქედან, შარდოვანა უდრის 25 – 25 გ, შარდის მჟავა – 0,7 გ; მარილებიდან: ქლორ ნატრიუმი – 10 – 15 გ და სხვ.
საშარდე ორგანოებს ეკუთვნის: თირკმლები, შარდსაწვეთები, შარდის ბუშტი და, ბოლოს, შარდის გამომტანი მილი – შარდსადენი.”
ციტატა ალ.ნათიშვილის წიგნიდან ,,ადამიანის ნორმალური ანატომია”

Viewed 2379 times by 970 viewers


