ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. იმუნური სისტემა Immune system
იმუნური სისტემა წარმოადგენს უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნიტეტის ფორმირებას. იმუნიტეტი – ეს არის ორგანიზმის დაცვა მიკრობებისაგან, ვირუსებისაგან, უცხო უჯრედებისა და გენეტიკურად შეცვლილი საკუთარი უჯრედებისაგან. იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის შიგა გარემოს გენეტიკური მთლიანობისა და მუდმივობის დაცვას, ასრულებს ,,საკუთარისა“ და ,,უცხოს“ შეცნობის ფუნქციას.
იმუნურ სისტემაში არჩევენ ცენტრალურ და პერიფერიულ სტრუქტურებს.
იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოებია:
1. ძვლის ტვინი – medulla osseum 2. თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი) – thymusძვლის ტვინში იმუნური სისტემის უჯრედები წარმოიქმნება ე. წ. ღეროვანი უჯრედებისაგან; ამავე უჯრედებისაგან წარმოიქმნება სისხლის ყველა უჯრედი (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები). მკერდუკანა ჯირკვალში, ანუ თიმუსში ხდება იმუნური სისტემის სპეციფიკური უჯრედების – ლიმფოციტების დიფერენციაცია.
იმუნური სისტემის პერიფერიული ორგანიებია:
1. ელენთა – lien 2. ლიმფური კვანძები – nodi lymphatici 3. საჭმლის მომნელებლი და სასუნთქი სისტემების ორგანოთა ლიმფოიდური ქსოვილიიმუნურ სისტემაში შემავალი ყველა ორგანო მჭიდროდაა დაკავშირებულია ერთმანეთთან და ფუნქციონირებს როგორც ერთი მთლიანი.
გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
Viewed 1576 times by 766 viewers


