აორტის რკალი და მისი ტოტები

ადამიანის ნორმალური ანატომია. აორტის რკალი და მისი ტოტები Arcus aortae Arch of aorta

აორტის რკალის მდებარეობა, მისგან გამომავალი სისხლძარღვები >>>>

ლალი დათეშიძე

საზღვარი ასწვრივ აორტასა – aorta ascendes და აორტის რკალს – arcus aortae შორის მდებარეობს მხარ-თავის ღეროს გამოსვლის დონეზე. აქვე აღინიშნება შევიწროება, რომელსაც აორტის ყელი – isthmus aortae ეწოდება. აქედან აორტას უკავია თითქმის ჰორიზონტალური მდებარეობა,  შემდეგ უხვევს მარცხნივ და უკან, გაივლის ფილტვის ღეროს გაყოფის ადგილზე და გულმკერდის მეოთხე მალის დონეზე გადადის დასწვრივ აორტაში – aorta descendens. აორტის რკალის ზემო კიდე მდებარეობს გულმკერდის მეორე მალის დონეზე.

აორტის რკალიდან გამოდის სამი მსხვილი სისხლძარღვი:
1. მხარ-თავის ღერო – truncus brachiocephalicus
2. მარცხენა საერთო საძილე არტერია – a. carotis communis sinistra
3. მარცხენა ლავიწქვეშა არტერია – a. subclavia sinistra

აორტა

 

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.