ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. თეძოს საერთო არტერია Arteria iliaca communis Common iliac artery
თეძოს საერთო არტერია – a. iliaca communis მუცლის აორტის გაყოფით (ბიფურკაციით) მიღებული წყვილი სისხლძარღვია; თეძოს საერთო არტერიები (მარჯვენა და მარცხენა) მიემართებიან ქვემოთ და ერთმანეთის მიმართ ქმნიან კუთხეს; ეს კუთხე ქალებში უფრო დიდია ვიდრე მამაკაცებში. თეძოს საერთო არტერიის სიგრძე 5 – 7 სმ-ია.
თეძოს საერთო არტერია გავა-თეძოს სახსრის – articulatio sacroiliaca დონეზე იყოფა ორ ტოტად:
1. თეძოს გარეთა არტერია – a. iliaca externa
2. თეძოს შიგნითა არტერია – a. iliaca interna
თავის გზაზე თეძოს საერთო არტერია გზავნის წვრილ ტოტებს ლიმფური კვანძებისაკენ, შარდსაწვეთისა და სუკის დიდი კუნთისაკენ – m. psoas major.
Viewed 1652 times by 632 viewers


