მსოფლიოში ე.წ. ღორის გრიპით დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N3, 2009 წ.

ბოლო კვირაში მსოფლიოში ე.წ. ღორის გრიპით 1 000 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული მონაცემები, “ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.
მთლიანად, H1N1 ვირუსის აფეთქებიდან დღემდე, ანუ მიმდინარე წლის აპრილიდან აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების 7 826 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო კვირაში ევროპაში გარდაცვლილთა რიცხვი 85 პროცენტით გაიზარდა. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ადრე კვრიაში 350 ლეტალური შემთხვევის შესახებ საუბრობდნენ, ახლა ეს რიცხვი 650-მდე აღწევს.
ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დარეგისტრირდა, აღნიშნულ ადგილებში H1N1 ვირუსის მსხვერპლი 5 360 ადამიანი გახდა.
ნორვეგიასა და საფრანგეთში კი, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა მუტირებული სხვა სახის ვირუსით. ვირუსის მუტაციის შესახებ ვრცელდება ასევე ინფორმაცია ჩინეთში, იაპონიაში, აშშ-სა და უკრაინაში.

Interpressnews
აღებულია საიტიდან: http:// geotimes.ge/index.php?m=home&newsid=24056
2009.11.28 14:08