მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

,,დიეტები”

ნახშირწყლებინახშირწლები ორგანიზმის ენერგიის ერთ–ერთი ძირითადი წყაროა. ენერგოდანახარჯების 50—60% –ს სწორედ ნახშირწყლები უზრუნველყოფს. ფიზიკური დატვირთვის დროს, თავდაპირველად სწორედ ნახშირწყლები იხარჯება და მათი ამოწურვის შემდეგ ორგანიზმი იწყებს ცხიმისა და ცილების ხარჯვას. აუცილებელია დავიცვათ ნახშირწლების ბალანსი. ნახშირწყლების ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. ნახშირწყლების ნაკლებობა სისხლსა და შარდში იწვევს კეტონური ნაერთების გაჩენას. კეტონური ნაერთები წარმოიქმნება ცხიმებისა და ცილების არასრული ჟანგვის შედეგად. რაციონში ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობა იწვევს ცხიმის დაგროვებასა და შესაბამისად, გასუქებას. მრავალი მეცნიერი თვლის, რომ ნახშირწყლების სიჭარბე იწვევს ღვიძლის, თირკმლების, კუჭ–ნაწლავის ტრაქტისა და სხვა ორგანოების პათოლოგიურ დარღვევებს. ზრდასრული ადამიანი დღე–რამეში საშუალოდ საშუალოდ 400—500 გრ. ნახშირწყლებს მოიხმარს. სასურველია, ჩვენს რაციონში მეტი მცენარეული საკვები იყოს. მათში ნახშირწყლები შეადგენს მშრალი ნივთიერებების არა ნაკლებ 75 %–ს. სამწუხაროდ, ამჟამად ჩვენ ნახშირწყლების ძირითად რაოდენობას ხილსა და ბოსტნეულიდან კი არა, ტკბილეულიდან ვიღებთ.


რომელი პროდუქტებიდან ღებულობთ ძირითადად ნახშირყლებს?

View Results

Loading ... Loading ...

Viewed 10828 times by 4784 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri