მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

,,დიეტები”

ცხიმები, ისევე როგორც ცილები, კვების აუცილებელი კომპონენტია. ცხიმები შედის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილების შემადგენლობაში და გვევლინებიან ენერგიის ძირითად წყაროდ. ამასთან ისინი ხელს უწყობენ ცხიმში ხსნადი ვიტამინების ათვისებას (А, Е, К). ცხიმების ზოგიერთი კომპონენტი ორგანიზმისათვის შეუცვლელი ელემენტია (ფოსფატიდები, სტერინები და სხვა). ცხიმების ნაკლებობისას შეიმჩნევა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა, იმუნიტეტის შესუსტება, კანის ცვლილებები, თირკმლების ფუნქციონირების, მხედველობის დარღვევა და სხვა. ცხიმები, ქიმიური შემადგენლობით, გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავეების რთული კომპლექსებია. ამა თუ იმ ცხიმის თვისებებსა და მის ბიოლოგიურ აქტიობას განსაზღვრავს მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები. ცხიმოვანი მჟავები, თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად ნაჯერი (ზღვრული) და უჯერი (არაზღვრული).

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს.

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები უჯრედოვანი მემბრანების, შემაერთებელი ქსოვილებისა და სხვათა სტრუქტურული კომპონენტია. ნახევრადუჯერი ცხიმები აძლიერებენ ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციური და ავთვისებიანი დაავადებებისადმი. დადგენილია მათი კავშირი В ჯგუფის ვიტამინების (პიროდოქსინი, თიამინი) და ქოლონის ათვისებასთან. ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავეების დეფიციტი იწვევს კანის სიმშრალესა და სხვა დაზიანებებს; ირღვევა სისხლძარღვების ელასტიკურობა, მატულობს ქოლესტერინის შემცველობა სისხლში. მისი ნაკლებობა პროვოცირებას უკეთებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების წარმოქმას, აფერხებს ზრდასა და გარემო მავნე ფაქტორებისადმი მდგრადობის უნარს, აქვეითებს რეპროდუქციულ ფუნქციას.

ნახევრადუჯერი ცხიმოვან მჟავები არ წარმოიქმნება ორგანიზმში და ამდენად, შეუცვლელ ნივთიერებებს მიეკუთვნება. ცხიმების სხვა, მნიშვნელოვანი შემადგენელია ფოსფოლიპიდები. ისინი შედიან უჯრედის მემბრანის სტრუქტურაში, მონაწილეობენ ცხიმის ტრანსპორტირების პროცესში. განსაკუთრებით მაღალია მათი შემცველობა ტვინის, გულისა და თირკმლების ქსოვილებში.
ფოსფოლიპიდებზე ადამიანი სადღეღამისო მოთხოვნილებაა 10 გრ დღეში.

ფოსფოლოპიდები დიდი რაოდენობით შედის კვერცხში (10%–მდე), უმ არარაფირინებულ მცენარეულ ზეთში (1-4%), კარაქში ( 0.4%–მდე), ხორბლის თესლის ჩანასახში (0.6—0.7%).

ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში ესაჭიროება 80—100 გრამი ცხიმი, მათ შორის– მცენარეული 25—30 გრ, ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები 3—6 გრ, ქოლესტერინი 1 გრ, ფოსფოლიპიდები – 5გრ.
რაციონში ცხიმების ძირითადი წყაროა ხორცი, ცხოველური ცხიმი, ზეთები, თევზი და რძის პროდუქტები.

მოამზადეს: არჩილ შენგელიამ და მანანა კიკნაძემ

Viewed 21575 times by 8924 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri