აორტის ანევრიზმა

აორტის ანევრიზმა – აორტის სანათურის შემოსაზღვრული ადგილობრივი გაფართოება მისი კედლის გაწელვისა და გამობერვის შედეგად (ათეროსკლეროზის, სიფილისის, ტრავმების, შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი დაავადებების დროს). მუცლის აორტის ანევრიზმა შესაძლოა გამოვლინდეს ტკივილებით გავა – წელის მიდამოში, მუცელში პულსაციის შეგრძნებით. გულმკერდის აორტის ანევრიზმამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილები ზურგში, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სისხლიანი ხველა, ყლაპვის დარღვევა. ხშირად აორტის ანევრიზმა მიმდინარეობს უსიმპტომოდ და ვლინდება ულტრაბგერითი გამოკვლევისას, კომპიუტერული და მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიისას. მკურნალობა – ოპერაციული.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი