აორტის კოარქტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აორტის კოარქტაცია – (ლათ. Coarctatio შევიწროება; აორტა) აორტის თანდაყოლილი სტენოზი ან სრული ატრეზია, რომელიც ვლინდება დამახასიათებელი კლინიკური სურათით. აორტის კოარქტაცია განიხილება როგორც მანკი; ავადმყოფთა დაახლოებით 20% – ს 12 წლამდე ჩივილები არ აღენიშებათ. უფრო მოზრდილები უჩივიან თავის ტკივილს, გულის ფრიალს, ქოშინს, ცხვირიდან სისხლდენებს, ქვედა კიდურების გაცივებას, ფეხებში სისუსტეს, ან ხანგამოშვებით კოჭლობას. დაავადების ძირითადი სიმპოტომია ზედა და ქვედა კიდურებზე არტერიული წნევის პათოლოგიური გრადიენტი: ხელებზე არტერიული წნევა მომატებულია (სისტოლური აღწევს 200 მმ. ვწყ. სვ), ფეხებზე წნევა დაქვეითებულია ან არ იზომება. 10 – 12 წლის ავადმყოფთა დათვალიერებისას ყურადღებას იპყრობს კარგად განვითარებული გულმკერდი, მხრები და კისერი, ხოლო ქვედა კიდურები შედარებით ჩამორჩებიან განვითარებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა