ასთენოპია კუნთოვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ასთენოპია კუნთოვანი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიოპია, ჰეტეროფორია, კონვერგენციის სისუსტე; არაიშვიათად ამ მიზეზების კომბინირება. სიმპტომები, მიმდინარეობა. თვალის დაღლა, ტკივილი თვალებში და თავის ტკივილი, გარდამავალი დიპლოპია საგნების ახლო მანძილებზე დათვალიერების დროს. ეს მოვლენები სწრაფად იხსნება თუკი ავადმყოფი დახუჭავს ერთ თვალს. დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ ჩივილებს, მიოპიისა და ჰეტეროფორიის გამოვლინებას. მკურნალობა, პროფილაქტიკა. მიოპიის ადრეული ოპტიკური კორექცია. სათანადო ჰიგიენური პირობები კითხვის, წერის და სხვ. დროს. თუკი დროულად არ იქნა მიღებული სამკურნალო ღონისძიებები, მაშინ ბინოკულარული მხედველობა ირღვევა და შესაძლებელია განვითარდეს სიელმე. პროგნოზი დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა