ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმი – თვალის რეფრაქციის ანომალია, როდესაც თვალის ბადურაზე არ მიიღება საგნის ზუსტი ფოკუსური გამოსახულება, რის გამოც ავადმყოფი გარკვევით ვერ ხედავს საგნებს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. რქოვანასა და, იშვიათად, ბროლის ზედაპირების არათანაბარი სიმრუდის გამო საგნებიდან არეკლილი სხივები არ იკრიბება ერთ წერტილში, რის გამოც ბადურაზე მიიღება საგნების არამკაფიო და დამახინჯებული გამოსახულებები. ზოგჯერ ასტიგმატიზმი ვითარდება ოპერაციის, რქოვანას დაავადების, თვალების ჭრილობების შემდეგ. განასხვავებენ მის შემდეგ სახეებს: მარტივი ასტიგმატიზმი, რთული ასტიგმატიზმი, შერეული ასტიგმატიზმი.

სიმპტომები: მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ საგნების დამახინჯებულად ხედვა, მუშაობის დროს თვალის სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი.

მკურნალობა. სათვალეების მუდმივი ტარდება ასტიგმატური ლინზებით. პროგნოზი. სწორი კორექციის დროს შენარჩუნებულია მხედველობის მაღალი სიმახვილე.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..