ასტროსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ასტროსფერო – (astrosphaera ბერძნ.aster – ვარსკვლავი და sphaira – სფერო) ცენტროსფეროს სახესხვაობა, რომელიც შედგება ცენტრიოლების გარშემო ნათელი ციტოპლაზმისაგან, სადაც მიტოზის დროს წარმოიქმნება ფიბრილური ძაფები, რომლებიც ცენტრიო­ლებიდან ყოველ მხარეს სხივისებრ იფანტებიან. ამ ძაფებს სხივთტეხის უნარი აქვთ. მათგან წარმოიქმნება აქრომატული თითისტარას ძაფები. ტერმინი „ასტროსფერო“ შემოიღო სტრასბურგერმა (1893). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა