ატელექტაზი

ატელექტაზი – ფილტვის ალვეოლების ჩაფუშვა, გამოწვეული ფილტვზე ზეწოლით, ბრონქის სანათურის დაცობით (მაგალითად სიმსივნის დროს), პნევმონიით და სხვ.
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ატელექტაზი ფილტვის ან მისი წილის მთლიანი ან ნაწილობრივი კოლაფსია.

 ატელექტაზი ვითარდება, როცა ფილტვის ჰაერის ბუშტუკები (ალვეოლები) იჩუტება. ეს მდგომარეობა ქირურგიული ჩარევის შემდგომი ყველაზე ხშირი გართულებაა.
იგი შეიძლება ასუნთქი გზების სხვა პრობლემების თანამდევიც იყოს,  როგორიცაა:
ასთმა ,
მკერდის დაზიანება,
კისტური ფიბროზი,
სითხე ფილტვში,
სიმსივნე,
უცხო სხეული და სხვა.

ატელექტაზში ჩართული ფილტვის ქსოვილის რაოდენობა ვარიაბელურია, მიზეზების შესაბამისად.

ნიშნები და სიმპტომები ასევე განსხვავდება.

გამომწვევი მიზეზი
ატელექტაზი შესაძლოა სასუნთქი გზის ობსტრუქციის გამო მივიღოთ ან ფილტვის გარედან წნევითი ზემოქმედების გამო.
თითქმის ყველას, ვინც ჩაიტარა რაიმე ოპერაცია, აღენიშნება ატელექტაზის გარკვეული გამოვლენა ანესთეზიის გამო. ანესთეზია ცვლის ჰაერის დინამიკას ფილტვში, აირების აბსორბციასა და წნევებს, რაც იწვევს გარკვეული ხარისხის კოლაფსს ალვეოლებში. ეს განსაკუთრებით გამოხატულია გულის შუნტირების ოპერაციების შემდეგ.

სასუნთქი გზების (ბრონქები) ბლოკადა იწვევს ობსტრუქციულ ატელექტაზს. ბლოკადის სავარაუდო მიზეზებია:

  • ლორწოვანი საცობი. ლორწოს დაგროვება სასუნთქ გზებში ზოგჯერ ოპერაციის შემდგომ დახველების უნარის დაქვეითების შედეგია. ეს ატელექტაზის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ოპერაციის დროს გამოყენებული მედიკამენტები ხელს უშლიან ფილტვის გაშლას, ამიტომ სეკრეციები გროვდება სასუნთ გზებში. გზების სანაცია ქირურგიული ჩარევის დროს გვეხმარება ლორწოს დაგროვების თავიდან ასაცილებლად, თუმცა გარკვეული რაოდენობით შემდეგ მაინც გროვდება. ამიტომაა აუცილებელი სწორი სუნთქვა და დახველება ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ფილტვის ბოლომდე გაშლა სასუნთქ გზებს ხსნის და ლორწოვანი საცობების ამოხველებას აადვილებს. საცობები ხშირია კისტური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებსა და ასთმური შეტევების დროს.
  • უცხო სხეული. ბავშვები ყველაზე ხშირად “შეისუნთქავენ” უცხო სხეულს (მიწის თხილი ან სათამაშოს პატარა ნაწილი), რომელიც ხვდება მათ ფილტვებში.
  • სასუნთქი გზების შევიწროვება დაავადების გამო. ქრონიკული ინფექციები, როგორიცაა სოკოვანი ინფექცია, ტუბერკულოზი ან სხვ. შესაძლოა დანაწიბურდეს და შეავიწროვოს სასუნთქი გზა.
  • სიმსივნე სასუნთქ გზებში. ზედმეტი ზრდა და სიმსივნე ავიწროვებს სასუნთქ გზებს.
  • სისხლის შენადედები. ასეთ დროს პაციენტს ჰქონდა სისხლდენა ფილტვში,სისხლი დაგროვდა სასუნთქ გზებში და შექმნა შენადედები, რომელიც ამოხველებისას არ გაიწმინდა.

არაობსტრუქციული ატელექტაზის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • დაზიანება. გულმკერდის ტრავმა დაცემის ან ავტოავარიის გამო შესაძლოა ხელს გიშლიდეთ ნორმალურად სუნთქვაში (ტკივილის დროსაც), რაც იწვევს ფილტვების კომპრესიას.
  • პლევრის ეფუზია. ასეთ დროს სითხე დგება პლევრის ფურცლებს შორის, რომლებიც ამოფენს ფილტვსა და დულმკერდის კედელს.
  • პნევმონია. პნევმონიის სხვადასხვა ტიპები იწვევენ დროებით ატელექტაზიას. თუ ატელექტაზური ფილტვი გასტანს რამდენიმე კვირას ან მეტს, შესაძლოა განვითარდეს ბრონქოექტაზიაც, მდგომარეობა, როცა დაზიანებული სასუნთქი გზა ფართოვდება და ნაწიბურდება.
  • პნევმოთორაქსი. ჰაერი შედის ფილტვსა და გულმკერდის კედელს შუა, რაც არაპირდაპირად იწვევს ფილტვის ნაწილის კოლაფსს.
  • ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება. ნაწიბურის ჩამოყალიბებას იწვევს დაზიანება, დაავადება ან ოპერაცია. ამ იშვიათ შემთხვევებში, ატელექტაზი მსუბუქია ნაწიბურის მიერ გამოწვეულ დაზიანებასთან შედარებით.
  • სიმსივნე. დიდი სიმსივნე აწვება და ფუშავს ფილტვს, განსხვავებით ობსტრუქციული ტიპისგან, როცა სიმსივნე ბლოკავს სასუნთ გზებს.

მკურნალობა

ატელექტაზი მძიმე დარღვევაა, რადგან იგი ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას სხეულისათვის. მკურნალობა კოლაფსის მიზეზსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული.

საჭიროა სისხლში ჟანგბადის მუდმივი კონტროლი

ჟანგბადის კონცენტრატორები 

ჟანგბადის კონცენტრატორი

ჟანგბადი სისხლში , ძირითადი პარამეტრების გაზომვა 
  1. ჟანგბადის დონე სისხლში / როგორ გავზარდოთ ? ++
  2. ულსოქსიმეტრი სატურატორი პერფუზიომეტრი  – სწორად შეარჩიეთ აპარატი +++
  3. ორგანიზმში ჟანგბადის შემცირება, ფილტვებისა და გულის მუშაობა შეგიძლიათ აკონტოლოთ სახლში და თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მრავალი გართულება ++
  4. ჟანგბადის უკმარისობა ++
  5. ჟანგბადი + ++
  6. პულსი + +
  7. პერფუზია და პერფუზიომეტრი ++
  8. ჰიპოქსია ++
  9. ჰიპოქსია და სატურატორი –
  10. ნაყოფის ჰიპოქსია ++
  11. ჰიპოქსემია ++
კოვიდი და პულსოქსიმეტრი
  1. კოვიდი სახლში . სამ ინდექსიანი საკონტროლო მინი-აპარატი + +
  2. ოვიდ -19  და პულსოქსიმეტრი . როგორ გამოვიყენოთ ++
  3. საახალწლო ფასდაკლება პულსოქსიომეტრზე  ( !!!  გააშეარეთ და თუ საჭიროა დააკორექტირეთ მხოლოდ ახალი წლის პერიოდში)
ჟანგბადით მკურნალობა
  1. ჟანგბადით მკურნალობა ++
ჟანგბადის კოქტეილები
  1. ჟანგბადის კოქტეილი ურბანული ჰაერის საწინააღმდეგოდ  +
  2. ჟანგბადის კოქტეილები – კარგი მიმართულება მინი ბიზნესისათვის +
  3. ჟანგბადიანი წყალი
ჟანგბადის კონცენტრატორები და გენერატორები
  1. ჟანგბადის კონცენტრატორი +
  2.  ჟანგბადის კონცენტრატორების ტიპები – www.gen.ge
  3. ჟანგბადის კონცენტრატორების არაკლინიკური გამოყენება – www.gen.ge
  4. ყველაფერი ჟანგბადის კონცენტრატორების შესახებ +
სუნთქვითი ვარჯიშები  და ხელსაწყოები
  1. ფილტვების სუნთქვითი ვარჯიშები ბუშტით- კორონავირუსის ფონზე – – www.gen.ge
  2. .სუნთქვის ვარჯიშების სახეები , როგორ გავაკეთოთ, რა სარგებელი აქვს +
  3. სტრელნიკოვას სუნთქვითი ვარჯიშები +
  4. ბუტეიკოს სუნთქვითი ვარჯიშები+
  5. გასახდომი სუნთქვითი ვარჯიშები +
  6. მარინა კორპანის სუნთქვითი ვარჯიშები +
  7. სუნთქვითი ვარჯიშები – იოგა , დამწყებთათვის +
  8. მუცლით სუნთქვა + 
  9. ვარჯიშები ფილტვებისთვის +!
  10. სუნთქვა ვარჯიშის დროს + 
  11. როგორ ვისუნთქოთ სწორად +

გაფრთხილება!