ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N4, დეკემბერი, 2009 წ.
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21-ით გაიზარდა
როგორც “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, შოთა ცანავამ აცნობა, ამჯერად ლაბორატორიულად დადასტურებული 120 შემთხვევაა გამოვლენილი.
ახალი შემთხვევის 2/3 ვირუსის ადგილზე გადაცემის შედეგად გამოვლინდა, დანარჩენი კი უცხოეთიდან არის შემოტანილი. ამჯერად 21 შემთხვევიდან ყველა თბილისში დაფიქსირდა.
რეგისტრირებულთაგან ყველაზე მეტი – 60 შემთხვევა 15-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა, შემდეგ მოდიან 5-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტები 31 შემთხვევით. ყველაზე ნაკლები – 2 შემთხვევა კი 65 წელს ზემოთ პაციენტებშია გამოვლენილი.
ლაბორატორიულად დადასტურებული ყველა შემთხვევა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
“ინტერპრესნიუსი”
აღებულია საიტიდან: http://www.ambebi.ge/meditsina/13567-saqarthveloshi-h1n1-virusith-inficirebultha-raodenoba-21-ith-gaizarda.html
Viewed 885 times by 434 viewers


