აპგარის შკალა – (V. Apgar, ამერიკელი ექიმი) გამოიყენება ახალშობილის მდგომარეობის შესაფასებლად დაბადებისას და დაბადებიდან 5 წუთის შემდეგ; მოგვაწოდა აპგარმა 1953 წელს.
აპგარის შკალით ფასდება ახალშობილის გულის შეკუმშვათა რიცხვი, სუნთქვის სიღრმე და ადეკვატურობა, ნერვული სისტემის რეფლექტორული აგზნებადობა, კუნთოვანი ტონუსის მდგომარეობა, კანის საფარველის შეფერილობა. კარგად გამოხატული ნიშანი ფასდება 2 ქულით, არასკმარისად გამოხატული – 1, ხოლო ნიშნის არარსებობა 0 ქულით. მაქსიმალური შეფასება 10 ქულაა.
ახალშობილი პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება, თუკი შეფასება ჯამში შეადგენს 7 – 10 ქულას; ახალშობილი რომელსაც აქვს 4 – 6 ქულა ითვლება მსუბუქ ასფიქსიაში დაბადებულად, ხოლო 1 – 3 ქულით შეფასებული ითვლება მძიმე ასფიქსიაში დაბადებულად.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!
♥♥ ტანსაცმელი ახალშობილებისათვის ,,ამაზონზე”
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა; ♦ ბავშვი