არაჟანი

არაჟანი – რძემჟავა საკვები პროდუქტი. შეიცავს ცხიმს, ცილას, ნახშირწყლებს, A ვიტამინსა და თიამინს. ამზადებენ რძის ნაღებისაგან, რომელსაც პასტერიზაციის შემდეგ აცივებენ (ტემპერატურა 18 – 20°C) და რძემჟავა ბაქტერიების წმინდა კულტურით ადედებენ. შედედებულსა და გაცივებულ ნაღებს სპეციალურ სათავსში (სადაც ტემპერატურა 2 – 6°C – ია) 24 – 48 საათს აყოვნებენ. არაჟნის ხარისხი დამოკიდებულია მის ცხიმიანობაზე. მაგ., უმაღლესი ხარისხის არაჟანი 36% ცხიმს შეიცავს, პირველი ხარისხისა კი –30% – ს. რაც უფრო ცხიმიანია არაჟანი, მით უფრო დაბალია მისი მჟავიანობა. არაჟნის დამზადება შეიძლება აგრეთვე ახალი კარაქისა და ცხიმგაცლილი რძის ემულსიისაგან, რომელიც ხარისხით ნაღებს უახლოვდება. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..