ბაქტერიები – (bacteria ბერძნ.bacterion – ჩხირი) – მცენარეული ბუნების ერთუჯრედოვანი ორგანიზმები. ბაქტერიების უჯრედის 200 – 300 Ao სისქის კედელი და ციტოპლაზმური მემბრანა (50 – 300 Ao) გარს ეკვრის ციტოპლაზმას. უკანასკნელი შეიცავს რიბოსომებს, სხვადასხვა ჩანართებსა და ბირთვის ნივთიერებას – ქრომატინს. ქრომატინი ბაქტერიულ უჯრედებში შეიძლება იყოს დიფუზური ბადის ან ქრომატინის სხეულაკების სახით. გენეტიკური გამოკვლევების საფუძველზე ბირთვის ქრომატულ ნივთიერებას პირობითად უწოდებენ ბაქტერიულ ქრომოსომებს. ციტოგენეტიკურად ბაქტერიების შესწავლამ შესაძლებელი გახადა მრავალი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობითი გამოვლინების გამორკვევა და ზოგიერთი მიკროორგანიზმის მემკვიდრეობითი კოდის ინფორმაციის გაშიფვრაც კი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი