ბაქტერიოსტაზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაქტერიოსტაზი – (ბაქტერია და ბერძნ. stasis – ერთ ადგილზე დგომა),ბაქტერიების ზრდისა და გამრავლების სრული შეჩერება; იწვევს ფიზიკური ან ქიმიური ფაქტორის საზიანო მოქმედება ან ბაქტერიების ზრდისათვის აუცილებელი პირობების – (გარემოს ტენიანიბა, ტემპერატურა, pH, და სხვ.) უქონლობა. ბაქტერიოსტაზი შეუქცევადი მოვლენაა. გამომწვევი ფაქტორის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ბაქტერიულ უჯრედს უბრუნდება ზრდისა და გაყოფის უნარი, ხანგრძლივი მოქმედებისას კი იგი იღუპება. უჯრედული ანუ ჭეშმარიტი ბაქტერიოსტაზი გულისხმობს მოცემული პოპულაციის ყველა უჯრედის გაყოფის შეჩერებას. ბაქტერიოსტაზი ინფიცირებულ ორგანიზმზე ქიმიოთერაპიულ ანტიბიოტიკურ ნივთიერებათა მოქმედების ერთ – ერთი ძირითადი მექანიზმია. [“1”] ბაქტერიოსტაზი – ბაქტერიების მიერ გამრავლების დროებით შეწყვეტა. გამოწვეული შეიძლება იყოს სასიცოცხლო გარემოში სხვადასხვა არახელსაყრელი პირობების არსებობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook