ბაქტერიული ფილტრი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაქტერიული ფილტრი – ბაქტერიებისა და სხვ. მიკროორგანიზმებისაგან სითხის გასაწმენდი აპარატი. ბაქტერიული ფილტრის ძირითადი ნაწილია ფორებიანი მფილტრავი ზედაპირი, რომელიც ატარებს სითხეს და აკავებს მიკროორგანიზმებს. გასაფილტრად საჭიროა გასაწმენდ სითხეზე წნევით ზემოქმედება ან მფილტრავი ზედაპირის მეორე მხარეს ჰაერის გაიშვიათება. არსებობს მინის, კერამიკული (მაგ., შამბერლანისა და ბერკეფელდის სანთლები) და მემბრანიანი ბაქტერიული ფილტრები. მათი ფორები სხვადასხვა ზომისაა. სასტერილიზაციო ფილტრის ფორების სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 750 ნმ. ბაქტერიულ ფილტრებს იყენებენ ისეთი მასალის სასტერილიზაციოდ, რომლის გაცხელება არ შეიძლება (ზოგიერთი წამლის ხსნარი, შრატი, მიკროორგანიზმების საკვები ნიადაგი და სხვ.). მემბრანიანი ბაქტერიული ფილტრების საშუალებით ადგენენ მიკროორგანიზმთა რაოდენობას მდინარისა და წყალსატევის წყალში. ფილტრში შეკავებულ უჯრედებს ღებავენ და ითვლიან მიკროსკოპში. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook