აპგარის შკალა

აპგარის შკალააპგარის შკალა – (V. Apgar, ამერიკელი ექიმი) გამოიყენება ახალშობილის  მდგომარეობის შესაფასებლად დაბადებისას და დაბადებიდან 5 წუთის შემდეგ; მოგვაწოდა აპგარმა 1953 წელს.

აპგარის შკალით ფასდება ახალშობილის გულის შეკუმშვათა რიცხვი, სუნთქვის სიღრმე და ადეკვატურობა, ნერვული სისტემის რეფლექტორული აგზნებადობა, კუნთოვანი ტონუსის მდგომარეობა, კანის საფარველის შეფერილობა. კარგად გამოხატული ნიშანი ფასდება 2 ქულით, არასკმარისად გამოხატული – 1, ხოლო ნიშნის არარსებობა 0 ქულით. მაქსიმალური შეფასება 10 ქულაა.

ახალშობილი პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება, თუკი შეფასება ჯამში შეადგენს 7 – 10 ქულას; ახალშობილი რომელსაც აქვს 4 – 6 ქულა ითვლება მსუბუქ ასფიქსიაში დაბადებულად, ხოლო 1 – 3 ქულით შეფასებული ითვლება მძიმე ასფიქსიაში დაბადებულად.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!


♥♥  ტანსაცმელი ახალშობილებისათვის ,,ამაზონზე”


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა; ♦ ბავშვი